Monday, July 10, 2017

მეცხრე დღე

ჩემი პროექტის პორტფოლიო-"საკვები"
კურსის მეშვეობით  მიღებული ცოდნიდან ყველაზე დიდ გავლენას იქონიებს ის ,რომ მოსწავლეებს განუვითარდებათ მაღალი სააზროვნო უნარები,აგრეთვე დამოუკიდებლობის, თვითშეფასების და თავისუფლად აღქმის უნარები.   ხდებიან თავდაჯერებულნი და ადვილად პოულობენ პრობლემების გადაჭრის გზებს,უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას. მასწავლებლის როლი მათთვის არის მიმართულების მიმცემი.ეს პროექტი დაფუძნებულია კვლევა-ძიებაზე და მოსწავლეები მეტად არიან ჩართულნი სამუშაო პროცესში.

Saturday, July 8, 2017

მერვე დღე

ამ მოდულის მსვლელობისას გადავხედეთ და კიდევ ერთხელ განვიხილეთსაკვანძო შეკიტხვები,ერთმანეტს გავუზიარეთ და შევაჯამეთ როგორ უნდა გაგვეწერა პროცედურებში  საკვანძო შეკითხვები  და პროექტის რომელ ეტაპზე იყო საჭირო ამ შეკითხვების დასმა. viewer-ში გავეცანით ფასილიტაციის ნიმუშებს,გავეცანი რომელ ეტაპზე რა ფასილიტაციის ნიმუში უნდა შევქმნათ პროექტის სხვადასხვა ეტაპზე. შევქმენი ჩემი პროექტისთვის ფასილიტაციის ნიმუშები, რომელიც დამეხმარება მოსწავლეების პროდუქტიულობის გაზრდაში და პროექტის მსვლელობაში. პროექტის გეგმის შაბლონში შევიტანე ცვლილებები.

Friday, July 7, 2017

მეშვიდე დღე

მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი რამდენიმე თვალსაზრისით.
  პროექტებით სწავლების წიგნმა viewer-მა  მასწავლა სამი ტიპის მოსწავლეთა ინდივიდუალურად მიდგომის მეთოდები. ელექტრონულმა წიგნმა viewer-მა მასწავლა მიდგომები,თუ როგორ ჩავრთო ასეთი ტიპის მოსწავლეები პროექრსი მოსწავლის თვითრეგულაციისა და დამოუკიდებელი სწავლებისათვის.გავეცანი მოსწავლეთა  მხარდაჭერისათვის viewer-ში მოცემულ ნიმუსებს და მოვახდინე ადაპტირება ჩემი პროექტის შესაბამისად.

Saturday, July 1, 2017

მეექვსე დღე

მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი



  ამ მოდულმა შემასწავლა , გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით.მკაფიოდ ჩამოყალიბებული პორტფოლიოს რუბრიკით ერთმანეთს  შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომები,ასევე გამოვაყენებინებ მოსწავლეებს რუბრიკებს პროექტის განხორციელების დროს,რათა შეაფასონ ერთმანეთის ნაშრომები.
  ჩვენ viewer-ში გავეცანით მოსწავლის სავარაუდო ნაშრომების რუბრიკას,მოვახდინე ადაპტირება ,მოვარგე  და შევქმენი ჩემი პროექტის მოსწავლეთა სავარაუდო ნაშრომების რუბრიკას.მივაწოდებ რუბრიკას მოსწავლეებს,რომელიც დაეხმარება მათ შექმნან ახალი ნაშრომი  -პრეზენტაცია.